ასადის რეჟიმის დამხობა

შამბა: სირიაში აფხაზეთის საელჩოში არავინ შესულა, ელჩი აგრძელებს მუშაობას

სერგეი შამბა
Georgia Today

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, სირიაში აფხაზეთის "საელჩო" აგრძელებს მუშაობას.

"სირიაში აფხაზეთის საელჩოში არავინ შესულა და რესპუბლიკის ელჩი დამასკოში იმყოფება და მუშაობას აგრძელებს" – თქვა შამბამ.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები