ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დაუშვებელია ნებისმიერი შეფერხება ევროინტეგრაციის გზაზე - GIG ჰოლდინგი

ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს და დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ შეფერხებას ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან, GIG ჰოლდინგი გმობს ნებისმიერი ფორმის ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე.

"ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია, ერთად გავიარეთ ურთულესი წლები.

ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.

დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალის რეალიზებას.

ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე.

ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით ნათქვამია ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის განცხადებაში.

კომენტარები