ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დიტო ცინცაძე: ვთხოვ ჩემს კოლეგებს, შეგრცხვეთ მართლა და რაღაც თქვით, დაწერეთ

ეს თაობა, რომელიც იბრძვის ახლა, ეს სხვა თაობა არის, არ არიან საბჭოთა კავშირში დაბადებულები და გაზრდილები.

საბჭოთა კავშირში სამმაგი სტანდარტით გავიზარდეთ - ქუჩა, სკოლა და ოჯახი. ეს ურთიერთგამომრიცხავი იყო და მოვახერხეთ ჩამოყალიბება ფარისევლებად. ჩვენ, ყველას, მეტ-ნაკლებად ცხადია, გამჯდარი გვაქვს, გინდა ეწყინოს ვინმეს, გინდა არა, ეგრეა. და ამიტომ, ეს ჩვენი თაობა ვერ იტანს ამ ახალგაზრდებს, შური აქვთ ამ ახალგაზრდების, რომლებიც არიან ძალიან ლაღები, თავისუფლები და ეს ტიტუშკებია, თუ ვინ უბედურებაა, ესეც მათი გაუნათლებელი, უბედური, ბნელი "სასტავია", ყველაფრის სათავეში არის ის ხალხი, ვინც სამწუხაროდ ჩემი თაობის არის, ეს არის საბჭოთა კავშირში დაბადების უბედური სინდრომი.

ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ყველას, მიუხედავად ასაკისა, უკვე აღარ ვიცი ხელი ვის ჩამოგართვათ და ვის არა, უფრო სწორად ვიცი ვის არ ჩამოგართვათ, შეგრცხვეთ მართლა და რაღაცა თქვით, ან დაწერეთ, ტეხავს, როგორ გითხრათ სხვანაირად.

ამბობს რეჟისორი დიტო ცინცაძე.

კომენტარები