ყველამ ძალიან ცუდი კადრები ვიხილეთ, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, როგორ უსწორდებოდნენ არაფორმალური დაჯგუფებები. რასთან გვაქვს საქმე, 90-იან წლებში დავბრუნდით?! როდესაც ვიღაცები დადიან და ადამიანებს უსწორდებიან, ანგარიშს უსწორებენ.
სახელმწიფომ ამას უნდა დაუპირისპიროს ძალიან ეფექტური გამოძიება და ყველა ეს პირი პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. სხვანაირად, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო არ გვექნება, თუ ყველამ ერთმანეთს გადაუარა და აკეთა ის, რაც მოუნდა, მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ომამდე. ეს უკვე გამოიარა ამ ქვეყანამ...
...პასუხი უნდა იყოს გაცემული დროულად, ადეკვატურად და სამართლიანად. საზოგადოება იმიტომ არის დაყოფილი, რომ ყველას აქვს თავისი სიმართლე, უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც მას დააბალანსებს, მისცეს ყველას შესაძლებლობა, აზრი გამოხატოს.
კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელი გარდაუვალი. თუ ვიღაცას ექნება უფლება, ადამიანს ასე მოექცეს, ქუჩაში დაესხას თავს და დაუსჯელი დარჩეს, ეს გადამდებ ხასიათს მიიღებს. გამოჩნდებიან ვიღაცები, რომლებიც ამათ იპოვიან და გაუსწორდებიან, სამოქალაქო დაპირისპირება სხვა კი არაფერია.





