პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკიმ თქვა, რომ ზურაბიშვილთან საუბრისას ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობისთვის აუცილებელია, ივანიშვილის რეჟიმს საქართველო პუტინისთვის დათმობაში ხელი შეეშალოს.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის შავი ზღვაში კონტროლის მოპოვებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რაც ევროპასა და რეგიონში ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს, რათა ივანიშვილს რეჟიმს სისტემური პასუხი გასცენ.
პარიზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი.
გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი ღირსეული მომავლისთვის იბრძვიან და ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის მიერ ქვეყნის პუტინისთვის დათმობის თავიდან არიდება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.
რუსეთისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ეს არის შავი ზღვის რეგიონის კონტროლზე, ეს რუსეთის სტრატეგიულ მიზანია, რაც რეგიონსა და ევროპაში ყველასთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს გარანტია მივეცი, რომ უკრაინა ითანამშრომლებს პარტნიორებთან ერთად, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, სისტემური პასუხის გასაცემად და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად თავიანთი უფლებისთვის ბრძოლაში, იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად.





