კახა კალაძემ სოციალურ ქსელში სპეციალურად უკრაინული სუბტიტრებით გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პუტინის ნარატივს იმეორებს, რომ ზელენსკი უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება.
შეგახსენებთ, უკრაინამ კალაძესა და რეჟიმის კიდევ 18 წევრს სანქციები დაუწესა.
"შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკი მაქვს მხედველობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელიც ის იმყოფება, ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და, რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება ყველაფერს, გაანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურებაც, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში ხდება" - ამბობს კალაძე ვიდეოში.
მისივე თქმით, თბილისში "ომს გამოქცეული" უამრავი უკრაინული ოჯახია, რომელიც მერიის დახმარებებით სარგებლობენ და სანქციებზე პასუხი ის იქნება, რომ ამ დახმარებებს გააგრძელებს.