უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.
ზელენსკიმ თქვა, რომ "არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა - არც საქართველოსი, არც მოლდოვის და არც უკრაინის". მისივე თქმით, თუკი ქართული ოცნების ქმედებებს დროული ანდა პრინციპული რეაგირება არ მოჰყვება, შედეგად ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.
"ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომლითაც ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ახლა საქართველოს პუტინს აბარებს. [...]
უკრაინამ გამოიყენა სანქციები ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების, 19 ადამიანის, წინააღმდეგ. სწორედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოსა და ხალხის ინტერესებს ღალატობს.
მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და ყველას მსოფლიოში, ასევე მოიქცეს - იმოქმედოს პრინციპულად" - თქვა ზელენსკიმ
ზელენსკიმ რუსეთისგან ერთობლივი თავდაცვისკენ მოუწოდა.
უკრაინის მიერ სანქცირებულები არიან:
- ბიძინა ივანიშვილი,
- გრიგოლ ლილუაშვილი,
- კახა კალაძე,
- მიხაილ ჩინჩალაძე,
- მამუკა მდინარაძე,
- ვახტანგ გომელაური,
- ოთარ ფარცხალაძე,
- ირაკლი რუხაძე,
- ლევან მურუსიძე,
- ვიქტორ ჯაფარიძე
- დიმიტრი სამხარაძე,
- გიორგი ხაინდრავა,
- ირაკლი კობახიძე,
- გიორგი კობახიძე,
- ზვიად შალამბერიძე,
- შალვა თადუმაძე,
- თეა წულუკიანი,
- ირაკლი ქარსელაძე,
- კახა ბექაური
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ გუშინ, 4 დეკემბრის საღამოს გაავრცელა.
ზელენსკიმ თქვა, რომ ქართული ოცნებას საქართველო რუსეთზე აშკარა დამოკიდებულების მიმართულებით მიჰყავს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება.
"ეს ვითარება საქართველოში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ერისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა არ არის, თუ როგორ უბიძგებს ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება". - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ლიტვასთან ერთად, ლატვიასა და ესტონეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შესვლა აეკრძალათ ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის რიგ სამართალდამცავებსა და მაღალჩინოსნებს.
მანამდე, 2 დეკემბერს ბალტიის ქვეყნებმა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირთა სანქცირების თაობაზე შეთანხმებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.