კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, ზურაბ დათუნაშვილის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის თქმით, დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანის დროს, პოლიციელებმა დათუნაშვილზე ფიზიკურად იძალადეს.
"ქართულმა ოცნებამ მოაბილიზა ე.წ. ტიტუშკები - რომლიდანაც, ერთ-ერთმა პირმა ზურაბ დათუნაშვილის პროვოცირება მოახდინა. სავარაუდოდ, ეს ადამიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი იყო. ზურას დაკავებაზე პოლიციელების მიმართ განკარგულება მან თავად გასცა.
დაკავების დროს, ზურაზე იძალადეს. ასევე, როცა ის პატრულის მანქანაში ჩასვეს და იზოლატორში გადაჰყავდათ, ფიზიკურად იქაც იძალადეს. ზურას ხილული დაზიანებები კისრის არეში აღენიშნება. ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. სხვა რაიმე ხილული დაზიანება არ აქვს". - თქვა ადვოკატმა.
4 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, ადგილზე მათ ე.წ ტიტუშკები დახვდნენ.





