აშშ

ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და ნოტრ-დამის ტაძრის გახსნას დაესწრება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, დაიწვა შპილი და ჩამოინგრა სახურავის დიდი ნაწილი. მას შემდეგ, ტაძარს რეაბილიტაცია უტარდება.

საფრანგეთის მთავრობამ ტრამპი 7 დეკემბერს, ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დაპატიჟა. 

ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნოტრ-დამის ტაძრის გახსნის დაგეგმილ ცერემონიას და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის განსაკუთრებული დრე იქნება.

"პრეზიდენტმა მაკრონმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, რათა უზრუნველყო ნოტრ-დამის სრული რესტავრაცია. ეს განსაკუთრებული დღე იქნება ყველასთვის!" – წერს ტრამპი.

კომენტარები