ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ცნობით, ლიტვაში საქართველოს აქციების მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ პავილიონისმა X-ზე დაწერა.
"სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, რათა გამოვხატოთ ლიტვის გულითადი მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმებისადმი, რომლებიც რუსულ ოცნებას/ქართულ კოშმარის წინააღმდეგ და EU-სა და NATO-ში საკუთარი დამსახურებული ადგილისთვის იბრძვიან". - წერს პავილიონისი.





