რუსი სენატორი, ალექსეი პუშკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
რუსი პოლიტიკოსის მტკიცებით, ევროკავშირს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ იმპერიალისტური მიდგომა აქვს, რის გამოც, მისივე აზრით, საქართველოს ბრიუსელთან ურთიერთობებში სამი ფუნდამენტური პრობლემა გააჩნია.
როგორც ყველა რუსი პოლიტიკოსის გამოხმაურება, პუშკოვის პოსტიც შეიცავს კონსპირაციულ თეორიებს, თითქოს დასავლეთი საქართველოში გადატრიალებას გეგმავს და რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნა სურთ.
"პირველი პრობლემა - პოლიტიკური. ევროკავშირის კურსი საქართველოს მიმართ აჩვენებს, რომ ბრიუსელში უკვე ატარებენ ან აპირებენ გაატარონ კურსი, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია, ამჟამად მმართველი ქართული ოცნების პოზიციების შერყევისა და ევროკავშირის "მეხუთე კოლონა" პროდასავლური ოპოზიციის მიერ მმართველობის გადატაცების მიზნით. ახლო მომავალში მთავრობამ რომც შეძლოს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მღელვარების ჩაცხრობა, მათ გამწვავებას კვლავ შეეძლებიან, რისთვისაც სხვადასხვა საბაბებს გამოიყენებენ. ასეთი პოლიტიკა უკვე იქნა გამოყენებული მოლდოვასა და უკრაინის მიმართ, ცნობილი რეზულტატით." - წერს პუშკოვი.
პუშკოვის მტკიცებით, დასავლეთს სურს რომ საქართველოს მთავრობა შეცვალოს, რათა თბილისმა რუსეთს სანქციები დაუწესოს, ან ომი დაიწყოს. მისი სიტყვებით, დასავლეთის მიზანი რუსეთისთვის საქართველოს ჩამოშორებაა.
"მეორე პრობლემა - სამხედრო-პოლიტიკური. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანისკენ მხოლოდ იმისთვის კი არ ისწრაფის, რომ შექმნან კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც დიდწილად ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მართავენ. ამ პოლიტიკური ოპერაციის მიზანია რუსეთისგან საქართველოს ჩამოშორება და მისთვის დაძალება, ეკონომიკური ინტერესების მიუხედავად, შეუერთდნენ დასავლურ სანქციებს. შესაძლებელია ის საკუთარ სამხედრო მოკავშირედაც გახადონ რუსეთის წინააღმდეგ. ასე საქართველო რისკავს გეოსტრატეგიულ თამაშში სხვისა და სხვისი ინტერესების ფიგურა გახდეს." – წერს პუშკოვი.
რუსი სენატორი ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აიძულებს.
"მესამე პრობლემა - ღირებულებებისა და იდეოლოგიის. ქართული ოცნებისა და მისი პოლიტიკისთვის ხმის მიცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი, არ მიიღონ "ევროპული ღირებულებები" ერთნაირსქესიანთა ქორწინების, "მესამე სქესის" თეორიებისა და ტრანსგენდერების "კულტურის" სახით, რომელთაც გარდაუვალი და განჭვრეტადი შედეგები აქვთ სხვადასხვა სახის სოციალური ნგრევის ფორმით. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ცხოვრება "ისე, როგორც ევროპაში"." –