სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები. ყველაფერს თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები - შენ როდესაც გაქვს დაანონსებული აქცია, იკრიბები, შეკრების თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს ამის უფლება, გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, არავინ არ გიშლის, გადი, ჩაატარე შენი აქცია, გამოთქვი მოსაზრებები. როდესაც პოლიციელები დგანან უბრალოდ, მიდიხარ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ესვრი ბოთლებს, ამასაც არ ჯერდები, ხდება მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, პეტარდების სროლა, ძალიან მძიმე კადრებია ამისი, რა თქმა უნდა, ეს იწვევს დაძაბულობას და ძალიან მძიმეა ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ და რაც მოხდა. იყო ცალკეული შემთხვევები და ყველაეფრს დასჭირდება მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
tbl.ge/6zjj
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




