ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პოლონეთი: საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ

www.gov.pl

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების ნაბიჯით "იმედგაცრუებულია". 

სამინისტრო ასევე წერს, რომ ქართულ საზოგადოებას პროევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციაზე არ იძალადოს. 

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის საქმეში და საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიმართოს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ". - წერია განცხადებაში.


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

კომენტარები