არჩევნები 2024

მეუფე საბა არჩევნების შედეგებზე: ნუთუ არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა...

...მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მეტ წილ მოსახლეობას, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანია და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა, მოძღვარი. ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი? 

ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ადამიანები, რომლებიც ეზიარებით კიდეც, ადამიანები, რომლებიც ტაძრებს, მონასტრებს აშენებთ და ეხმარებით – აქამდეც ასე ყოფილა და შეიძლება, ახლაც ასე აგრძელებთ, ნუთუ თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას, ერთი უბრალო, მარტივი მიზეზის გამო – ქვეყანა თუ გვიყვარს, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება?! 

პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენებისა? აუცილებელია, მაინცდამაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, რა ვიცი, საიდან უნდა იყოს კიდევ, სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი, ჩვენ მოგიწონეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ქადაგებისას.

კომენტარები