ბელარუსი

ვიეტნამმა ბელარუსის КГБ-ს უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისე გადასცა

ვასილი ვერემეიჩიკი
Unian

ვიეტნამმა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელარუსის მოქალაქე ვასილი ვერემეიჩიკი გადასცა.

ვერემეიჩიკმა ბელარუსი 2020 წელს, საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა და უკრაინაში ცხოვრობდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ვერემეიჩიკი უკრაინას მხარეს მებრძოლი კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონს შეუერთდა.

ვერემეიჩიკი ხერსონის, ნიკოლაევის და ლუგანსკის ოლქებში იბრძოდა. 2022 წლის აპრილში მებრძოლმა ნიკოლაევის ოლქში ბრძოლისას დაიჭრა.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ვერემეიჩიკი ჯერ ლიტვაში, მოგვიანებით კი ვიეტნამში გადასახლდა.

კომენტარები