რუსული კანონი

აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული მოქალაქეების პროცესი 22 ნოემბრამდე გადაიდო

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქის, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 21 ნოემბერს, 16:30-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ის გადაიდო და პროცესი ხვალ, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები