აშშ-საქართველო

მილერი: საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა გრძელდება, იქნება სხვა შესაფერისი ნაბიჯებიც

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ მიმდინარეობს.

"[საქართველოსთან ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ მიმდინარეობს". - განაცხადა მილერმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ "ამ გადახედვის შედეგად, ჩვენ [აშშ-მ] უკვე შევაჩერეთ დახმარება".

მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგად" აშშ-მ $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარება შეაჩერა, რომლითაც "პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა" ნახულობდა.

მილერმა ასევე განაცხადა, რომ "ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები პოლიტიკის მხრივ ამ გადახედვის ფარგლებში და ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკის მხრივ სხვა ნაბიჯების გადადგმას, როგორც ეს შესაფერისი იქნება".

კომენტარები