რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 25 რუსული დრონი და 1 რაკეტა გაანადგურა

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 29 უპილოტო საფრენი აპარატით და რამდენიმე რაკეტით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 25 უპილოტო საფრენი აპარატისა და 1 რაკეტის განადგურება შეძლო.

საჰაერო ბრძოლა ნიკოლაევის, კიროვგრადის, ტერნოპოლისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, 8:30 საათზე უკრაინელებმა X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები