ანალიტიკური პროექტის, Deepstate-ის მონაცემებით, 14 ნოემბერს რუსეთმა სოფელ ილინსკის ოკუპაცია მოახდინა და ქალაქ კუპიანსკში შეიჭრა.
"დღეს მტრის ტექნიკის 2 კოლონა ლიმანის რაიონიდან კუპიანსკის მიმართულებით დაიძრა. დაზუსტებით ცნობილია, რომ კოლონაში არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები". – წერია Deepstate-ის ანაგარიშში.
Deepstate-ის ინფორმაციის თანახმად რუსეთმა კოლონის ცოცხალი ძალით მომარაგება სცადა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა დამხმარე რაზმებზე იერიში მიიტანა.
ცოტა ხნით ადრე რუსულმა ქვედანაყოფები ოთხი მიმართულებით ცდილობდნენ კუპიანსკში შეჭრას, რუსი ჯარისკაცების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმებში იყვნენ გადაცმულები. გამოყენებული იყო სამხედრო ტექნიკის 15 ერთეული.
კუპიანსკი ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც უკრაინელებმა 2022 წლის 10 ნოემბერს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.