რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევასტოპოლში მანქანის აფეთქების შედეგად მოკლულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კაპიტანი

ოკუპირებულ სევასტოპოლში მანქანის აფეთქების შედეგად რუსეთის ფლოტის ოფიცერი, ვალერი ტრანკოვსკი მოკვდა. უკრაინსკაია პრავდა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ოფიცრის მანქანა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ააფეთქა. 

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შედეგად სამხედრო დაიღუპა, თუმცა არ დაკონკრეტებულა მისი ვინაობა. 

რუსული ტელეგრამ არხ მაშის მტკიცებით, ტრანკოვსკის დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე უთვალთვალებდნენ.

ტრანკოვსკი რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის 41-ე სარაკეტო ხომალდებისა და კატარღების ბრიგადის შტაბის უფროსი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის პასუხისმგებელია 2022 წლის ივლისში უკრაინის ქალაქ ვინიციის სარაკეტო თავდასხმაზე, რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაშავდა. უკრაინული მედიის მიხედვით, ის ასევე ზედამხედველობდა ოდესასა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს. 

 

კომენტარები