რემბრანდტი

რემბრანდტის ცნობილი ნახატის, "ღამის გუშაგების" რესტავრაციის პროექტი დაიწყო

რემბრანდტის ცნობილი ნახატის, "ღამის გუშაგების" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რესტავრაციის პროექტი დაიწყო.

Rijksmuseum-ის გენერალური დირექტორის, ტაკო დიბითსის თქმით, "ღამის გუშაგების" რესტავრაციის პროექტი საზოგადოებისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება. 

"რესტავრაციის დაწყება ამაღელვებელია.

საზოგადოებისთვის ეს უნიკალური გამოცდილება იქნება თვალის მისადევნებლად - ნამუშევრის მოპირკეთების პროცესი გვაჩვენებს "ღამის გუშაგების" მრავალფეროვან ისტორიას". - თქვა დიბითსმა. 

ნამუშევრის რესტავრაციაში რვა რესტავრატორია ჩართული, რომლებიც გამოსახულების გაციფრულებითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მინით დახურულ სივრცეში ჩაატარებენ ტექნიკურ სამუშაოებს. 

რესტავრაციის პროცესის ნახვა, მუზეუმის ნებისმიერ სტუმარს შეეძლება.

ცნობისთვის, რემბრანდტის ნამუშევრის დაზიანება 1911 და 1975 წლებში ორჯერ სცადეს.

1990 წელს, ერთ-ერთმა პირმა ნამუშევარს მჟავა შეასხა. 

"ღამის გუშაგების" რესტავრაცია, ჯამში 25-ჯერ სცადეს, თუმცა უკანასკნელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.

 

კომენტარები