12 ნოემბერს აშშ-ს საჰაერო ეროვნული გვარდიის ჯარისკაცს, 22 წლის ჯეკ ტეიშეირას, რომელსაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასა და უკრაინის ომის შესახებ საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გამჟღავნებაში ედება ბრალი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის თქმით, ბრალდებულის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, სამხედრო პერსონალს და დააზიანა აშშ-ს ურთიერთობების მის მოკავშირეებთან.
ჯეკ ტეიშეირამ დაკავებიდან ერთ წელში, მიმდინარე წლის მარტში ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შეგნებულად ფლობისა და გადაცემის ექვს პუნქტში დანაშაული აღიარა.
ბოსტონის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯოდი კოენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯერ ტეიშეირა "ამერიკის ისტორიაში საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაზე პასუხისმგებელი პირია".
დოკუმენტები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომის საიდუმლო შეფასებები, მათ შორის, ინფორმაციას უკრაინაში ჯარების გადაადგილების, უკრაინული ჯარების მომარაგებისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.