რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2 შეუიარაღებელი უკრაინელი ტყვე დახვრიტეს.
ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი და გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
"ინფორმაციის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება რუსმა ჯარისკაცებმა მიბრჯნით 2 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს". – წერს ომბუსმენი.
ლუბინეცმა შესაბამისი საჩივრით გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.
"ტყვეები უნდა იყვნენ დაცულები, განსაკუთრებით ძალადობის აქტებისგან. რუსეთმა კი კიდევ ერთი ომის დანაშაული ჩაიდინა, რაც ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა". – წერს ლუბინეცი.
რამდენიმე მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის მომენტია აღბეჭდილი.
ამ ეტაპზე უცნობია როდის არის გადაღებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო. მასალა ინტერნეტში 9 ნოემბერს გავრცელდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტზე გახშირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ფაქტები.