რუსეთმა ნიკოლაევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაღუპულია 5 ადამიანი.
ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი კიმის თქმით, რამდენიმე შაჰედის ტიპის დრონი კერძო სახლს და საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
დაღუპულთაგან 4 მსხვერპლი კერძო სახლის, ხოლო 1 კორპუსის მაცხოვრებლები არიან. გარდა ამისა, დაჭრილია ერთი ქალი.
ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ქალაქში გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





