ჯიმი კარტერი

100 წლის ასაკში ჯიმი კარტერი გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტია

ჯიმი კარტერი
Photo: Alex Brandon/Pool/AFP via Getty Images

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში, ალბომით Last Sundays in Plains: A Centennial Celebration, გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტია კატეგორიაში - საუკეთესო "spoken-word" ალბომი. კარტერმა მე-100 დაბადების 1-ელ ოქტომბერს აღნიშნა

10 ტრეკისგან შემდგარ ალბომში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი სიმღერების ვერსიები, როგორებიცაა "America the Beautiful" და "Amazing Grace", მათ დარიუს რაკერი და ლიან რაიმსი ასრულებენ. თითოეულ ტრეკში ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსის ერთ-ერთ საკვირაო სკოლაში კარტერის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხმოვანი ჩანაწერებია. პლეინსი აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის მშობლიური ქალაქია. 

"მოდით, ვიზეიმოთ და პატივი მივაგოთ პრეზიდენტი კარტერის გასაოცარ სიბრძნეს მუსიკის მხიარული ძალით. მისი გაკვეთილები თითოეული ჩვენგანისთვის ინსპირაციაა. მუსიკა იდეალური მედიუმია, გამოვხატოთ ბედნიერება და მადლიერება, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობთ ". - თქვა კარტერის ოჯახის მეგობარმა, ჯაბირ სეგალმა, რომელმაც ალბომზე იმუშავა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კარტერი გრემიზეა ნომინირებული. მეტიც, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს 9 ნომინაციიდან 3 მოუგია - 2007-ში (Our Endangered Values: America’s Moral Crisis), 2016-სა (A Full Life: Reflections at Ninety) და 2019 (Faith — A Journey for All) წლებში, ამავე, საუკეთესო "spoken-word" ალბომის კატეგორიაში. 

ჯიმი კარტერი ყველაზე ხნიერი ადამიანია, რომელიც გრემიზე ოდესმე ყოფილა ნომინირებული. გამარჯვების შემთხვევაში, იგი იქნება ყველაზე ხნიერი ადამიანი, რომელსაც გრემის ჯილდო მიუღია.

კომენტარები