ჯიმი კარტერი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, საავადმყოფოში მოხვდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, საავადმყოფოში მოხვდა. 

ის ცოტა ხნის წინ დაეცა და თავი დაიზიანა, რის გამოც ტვინზე სამეციდინო პროცედურის ჩატარება და 14 ნაკერი დასჭირდა. 

ჯიმი კარტერი, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი, 95 წლისაა. ის ქვეყნის ყველაზე მხცოვანი ცოცხალი პრეზიდენტია. 

კარტერი აშშ-ს 1977 წლიდან 1981 წლამდე მართავდა. მომდევნო არჩევნებში ის რონალდ რეიგანთან დამარცხდა. 

თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ის აქტიურ მოქალაქედ დარჩა, შექმნა კარტერის ცენტრი და ჰუმანიტარული საქმიანობით იყო დაკავებული. 

2002 წელს მან ამისთვის ნობელის პრემიაც მიიღო. 

მიმდინარე წლის მაისში მან თეძოს ძვალი მოიტეხა და ოპერაციაც გაიკეთა. დაზიანების მიზეზი ასევე საკუთარ სახლში წაქცევა გახდა. ოპერაციის შემდეგ საზოგადოების წინაშე ის ოქტომბერში, საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა. 

კომენტარები