უკრაინაში 563 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორის 320 დონეცკის, 89 კი ბახმუტის მიმართულებით იბრძოდა. დანარჩენი 154 ცხედარის რეპატრიაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან მოხერხდა.
სამშობლოში დაბრუნებული ცხედრები და ნაშთები შესაბამის სამთავრობო უწყებებს გადაეცემათ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები კი დაღუპულთა ვინაობას დაადგენენ.
რეპატრიაციული ღონისძიება სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის ომბუდსმენის, განსაკუთრებულ გარემოებებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხზე უფლებამოსილი ორგანოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
პროცესში მონაწილეობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც მიიღო.





