რუსული კანონი

კობახიძე რუსული კანონისა და ანტი-LGBT კანონის გაუქმებაზე: ჩვენ გვჭირდება არგუმენტები

რეალურად, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები. რომ დავიწყოთ საუბარი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე, აქ არის საუბარი ელემენტარულ საკითხებზე, ეს ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში, კაცი კაცია თუ არა, ქალი ქალია თუ არა. ამაზეა საუბარი, რომ ასეთი საკითხები იყოს გაწერილი. 

ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ძალიან ბევრ მამაკაცს შეუძლია გადაეწეროს ქალად, შემდეგ დაბრუნდეს კაცად. ეს არის გაწერილი კანონმდებლობით ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. [...] თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონთ ამ კანონში, რომელი მუხლი, რომელი ნორმა. 

რაც შეეხება გამჭვრივალობის შესახებ კანონს, აქაც გვჭირდება რეალური არგუმენტები.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად რუსული კანონისა და ანტი-LGBT კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომენტარები