რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რესპუბლიკელი სენატორი: გვესაჭიროება უკრაინას მივცეთ ის საშუალებები, რაც მათ სჭირდებათ

ეს თავისუფალი სამყაროსთვის გამოსაღვიძებელი ზარი უნდა იყოს. ჩვენი მტრები ერთად მუშაობენ, რათა გააფართოონ და გააღრმაონ მათი თანამშრომლობა. მოდი, ცხადები ვიყოთ: აგრესორთა ღერძი ბრძოლის ველზე მოქმედებს.

ჩრდილოეთ კორეის აგრესია ძირს უთხრის უსაფრთხოებას როგორც ევროპაში, ასევე ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, და ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ ამ პრობლემას. გვესაჭიროება ჩვენი თავდაცვის სამრეწველო საძირკვლის გამოცოცხლება და უკრაინისთვის - ისევე როგორც ტაივანისა და ისრაელისთვის - იმ საშუალებების მიცემა, რომელიც მათ სჭირდებათ, ან კონფლიქტში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის გარისკვა.

ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციამ ასევე აუცილებლად უნდა დაიწყოს საფასურის დაკისრების ზრდა რუსეთსა და ჩინეთზე, აგრესორთა ღერძის ორ სვეტზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის აგრესიას გზას აძლევენ. უქმად სახარჯი დრო არ გვაქვს. მსოფლიო გვიყურებს.

წერია აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის ცნობებს ეხმაურება.

გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, რობერტ ვუდის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთში, კურსკის რეგიონში ამჟამად 8000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია ჩასული.

კომენტარები