ისრაელი

ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი თანამდებობიდან გაათავისუფლა

იოავ გალანთი და ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

5 ნოემბრის საღამოს გამოქვეყნებულ მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ნდობაში ბზარი გაჩნდა".

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახლა ისრაელ კაცი დაინიშნება, რომელსაც ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია. თავის მხრივ, ისრაელ კაცს საგარეო მინისტრის თანამდებობაზე გიდეონ საარი ჩაანაცვლებს.

გალანთმა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ X-ზე დაწერა, რომ "ისრაელის უსაფრთხოება მისი ცხოვრებისეული მისია იყო და მომავალშიც ასე იქნება".

ნეთანიაჰუმ ასევე დაამატა, რომ მას გალანთთან განსხვავებების აღმოფხვრის "მრავალი მცდელობა" ჰქონდა, მაგრამ, მისი თქმით, ეს ნაპრალი გადიდებას განაგრძობდა სანამ ეს ფაქტი "საზოგადოდ ცნობილი მიუღებელი ფორმით" გახდა.

კომენტარები