ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, IDF-მა ჩრდილოეთ ლიბანში, ქალაქ ბათრუნში ჩატარებული სამხედრო რეიდისას ჰეზბოლას ერთი წევრი დააკავა.
ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, IDF-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში, დაკავებული ისრაელის ტერიტორიაზე დააბრუნეს.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თქმით, "უცნობი სამხედრო ძალები" ნაპირზე გამთენიისას მივიდნენ, ახლომდებარე შენობაში შევიდნენ და ერთი პირი დააკავეს - დაკავებულის ტრანსპორტირება ჩქაროსნული ნავით მოხდა.