რაც დაანონსდა დღეს არის, რომ ორშაბათს საღამოს იქნება დიდი აქცია. მე ვნახე, რომ განსხვავებული აზრები იყო ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა ყოფილიყო ეს და ჩვენთანაც, შიგნითაც განსხვავებული აზრები იყო ბევრი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ... თარიღთან დაკავშირებით, ხვალიდან, ზეგიდან, ა.შ, ბევრი მსჯელობა იყო ამაზე, რომელი დღე ჯობდა. საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთა შიგნით კიდევ შედის ბევრი პოლიტიკური ჯგუფი.
უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. ეს იყო კონსენსუსური ვერსია, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს და არაა მარტივი ამბავი და საბოლოო ჯამში, გადაწყდა ის, რაც გადაწყდა.
გეგმას რაც შეეხება, ორშაბათს გამოცხადდება რაღაც. მე ვერ ვხედავ ბევრ ვერსიას გეგმისა. რაღაც მოლოდინი თუ არსებობს, რომ იქნება რაღაც ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არაა ბევრი ვერსია. ჩავთვალოთ, ეს იყო პირველი ფაზა.





