არჩევნები 2024

ზელენსკი: დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. თავდაპირველად, მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციებით.

არანაირი სანქციები [არ დააწესეს] პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსია საქართველოში. მათი არჩევანია – მეგობრობა რუსეთთან, მათი არჩევანია, რომ ევროკავშირში არ შევიდნენ. მათ შეცვალეს პოზიცია. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები