აშშ

ტრამპი ევროკავშირს ტარიფების დაწესებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ევროპას ტარიფების დაწესებით ემუქრება. პენსილვანიაში გამართული საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ღონისძიების დროს, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს "საპასუხო სავაჭრო აქტს", რითიც სახელმწიფოებს აშშ-ში საქონლოს იმპორტისთვის ტარიფებს დაუწესებს.

"ჩვენ დავიცავთ ჩვენ კომპანიებს და ამას ძალიან ძლიერი სანქციებით გავაკეთებთ. [...] ისინი არ იღებენ ჩვენ მანქანებს. ისინი არ იღებენ ჩვენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას. ისინი მილიონობით მანქანას ყიდიან აშშ-ში. არა, არა, არა, მათ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ" – ამბობს ტრამპი.

მანამდე, ტრამპმა კამპანიის დროს თქვა, რომ ყველა ქვეყნიდან აშშ-ში იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ჩინეთიდან შემოსულ პროდუქციაზე 60%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს. 

კომენტარები