გრიგორი კარასინი

კარასინი ზურაბიშვილზე: მისი პოზიცია ანგაჟირებულია

ეს ქართველი პოლიტიკოსი (სალომე ზურაბიშვილი) პირველად 2005 წლის აგვისტოს, ყაზანის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გავიცანი. მაშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ნათელი და ემოციურად დამუხტული, ზურაბიშვილი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა და ბევრს დაამახსოვრდა.

წლები გავიდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების წაკითხვისას, ჩემდაუნებურად ვიხსენებ გასული წლების შთაბეჭდილებას და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართულებისა და განვითარების ალგორითმის საკვანძო საკითხზე მისი პოზიციის ანგაჟირებულობაზე მეფიქრება.

საპარლამენტო არჩევნები მმართველი ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდა. ამასთანავე საგრძნობი გახდა ოპოზიციის გავლენაც. საკვანძო პოლიტიკოსების ქმედებებზეა დამოკიდებული დაადგება საქართველო ქვეყნის შიგნით ურთიერთპატივისცემის გზას, თუ გადაუხვევს უკვე ნაცნობი ქუჩის შეტაკებების მორევისკენ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას გამოეხმაურა.

კომენტარები