გრიგორი კარასინი

კარასინი: რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი გვქონდა

ყველაფერი განვიხილეთ, იყო დატვირთული, რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი. მრავალი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა ყველა ვერ გადავჭერით, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შედგა, მიმაჩნია, რომ ძალიან დროულია.

თქვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც საუდის არაბეთში 24 მარტს გამართული აშშ-რუსეთის შეხვედრის მონაწილე იყო.

კომენტარები