გრიგორი კარასინი

კარასინი: როგორც ჩანს, მარკ რუტეს ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდნენ

გრიგორი კარასინი
sova.news

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი The New York Times-ში გამოქვეყნებულ მარკ რუტეს ინტერვიუს გამოეხმაურა.

"როგორც ჩანს, მარკ რუტეს ბავშვობაში ხშირად ჩაგრავდნენ. ამიტომაც აქვს პანიკური შიში, რომ NATO-ს, ევროპას ან თავად მასს ვინმე თავს დაესხმევა.

NATO-ს გენერალური მდივნის მსჯელობები პეკინი და მოსკოვის შესაძლებლობების შესახებ საშიშად გავს ნაბახუსევზე მყოფი ადამიანის ემოციებს". – წერს სოციალურ ქსელში კარასინი.

ვრცელ ინტერვიუში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გაძლიერების რისკებზე ილაპარაკა.

"უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც ძლიერდება ისეთი სისწრაფით, როგორიც უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ახლა ისინი აწარმოებენ 3 თვეში, 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელიწადში.

რუსეთი ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ერთად აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ". – თქვა რუტემ ინტერვიუში.

კომენტარები