ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი და კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა დაამთავრეს სტაგნაციის პერიოდი. საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ.
ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას! რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში დამთავრდა, ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა და ამას წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ. გილოცავთ ყველას!





