2024 წლის არჩევნები

ბითაძე: ახალგაზრდები უცხოური აქტორების მითითებებს ასრულებენ, კრახით დასრულდება

ჩვენ ვხედავთ კიდევ მორიგ დესტრუქციულ ქმედებას, რომლის თაობაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წინასწარ და რომლის თაობაზე ასე ვთქვათ, წინასწარ არის გაწერილი და იყო გაწერილი იმ დოკუმენტებში, რომლებსაც თავის შინაარსით ევოლუციური სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის იდეა უდევს საფუძვლად და ძალიან სამწუხაროა, რომ აი, ეს ახალგაზრდები, რომელთა დესტრუქციულ ქმედებას ჩვენ ვაკვირდებით მელიქიშვილის გამზირზე, ასრულებენ პირნათლად იმ მითითებებს, რომლებიც მათ უცხოელი აქტორებისგან მიიღეს და სამარცხვინოა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ესკალაცია გამოიწვიონ მოვლენების. 

ჩვენ პირდაპირ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, პოლიციის მიმართ ისეთი განცხადებები, როგორიც არის რუსეთის ომონთან შედარება ამ ჩვენი პოლიციური ძალების, რაც სამარცხვინო და მოღალატეობრივია. მათ შორის, პოლიტიკური ლიდერებისგან მოვისმინეთ ასეთი მოწოდებები, რომ არაფერი ვთქვათ იმ ცალკეულ, აგრესიულ მოქმედებებზე მოქალაქეების მხრიდან. მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ ჩვენ ვნახეთ თქვენი ჟურნალისტები რა დღეში ჩააგდეს.

ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს 2 რამ: ერთი, რომ დღეს საქართველო საერთოდ სხვა სახელმწიფოა და მათ არ გამოუვათ ეს მოვლენების ესკალაცია, რომლის მიზანი არის საბოლოო ჯამში ვინმეს ფიზიკური დაზიანება, რომ სახელმწიფო გადატრიალების იდეა განახორციელონ, რაც უტოპიაა ბუნებრივია და მერე, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ მათ აი, ამ საქციელით უფრო მეტი ბრაზი დათესეს საქართველოს მოქალაქეებში, იმ მოქალაქეებში, რომლებმაც 26 ოქტომბერს ხმა მისცეს მშვიდობას, ხმა მისცეს ეკონომიკურ განვითარებას, იმ პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე.

ასე რომ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განწირულია კრახისთვის და ეს არის მზადება, იმისთვის რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია შემდგომ შემობრძანდეს პარლამენტში და ჩვენ ვუსმენდით, მე მოვისმინე, მათ შორის ახალგაზრდების მხრიდან მოწოდებები, რომ თურმე უნდა იბრძოლონ სისხლის ბოლო წვეთამდე და ძალადობრივ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ.. საერთოდ რაზე საუბრობენ და საერთოდ ვერ იაზრებენ ეს ადამიანები, რომ არავინ ამ სახელმწიფოში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას არ დაუშვებს და ყველა მათი დღევანდელი საქციელი და ყველა ის აქციები, რომლებიც აი, ამ დღევანდელ დღეს წინ უძღვოდა საბოლოო ჯამში მონათლული იქნება თუ სამართლებლივად, თუ მორალურად, თუ პოლიტიკურად დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი.  [...]

მე ოპოზიციასაც აღარ დავარქმევ ამ ადამიანებს, ეს არის მავნებლების და დამნაშავეების კრებული, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ. უგეგმოები რომ არიან, უპრინციპოები და სამარცხვინოები ამას უკვე აღარ უნდა ბევრი არგუმენტების ჩამოყალიბება. ეს მათი უგეგმო აქციები ვხედავთ, რომ უკვე გადაიზარდა მინი ესკალაციებში, რასაც, როგორც უკვე ვთქვი არ ექნება საბოლოო შედეგი. [...]

საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ვნახავთ, რა პრინციპით ვითარდებოდა მოვლენები და რა სურს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერებს, ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ, რომ მთავარი მიზანი ამ ადამიანების არის, რომ ეს ქვეყანა დააზიანონ. თუნდაც ის, რომ გუშინ ეხვეწებოდნენ და გუშინწინ ეხვეწებოდნენ ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველო დაესაჯათ და ოფიციალური წერილი გაუგზავნეს ამის თაობაზე. მათ საბოლოო ჯამში მაინც ვერ მიიღეს ევროპიდან ის გზავნილი, რაც სურდათ და ამან კიდევ უფრო მეტ პანიკაში ჩააგდო, შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ  აი, ამ ადგილზე ძალადობის პროვოცირებით გამოიწვიონ სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ და საბოლოო კრახი იქნება და ძალიან დიდი შავი ლაქა ეს მათ პოლიტიკურნ კარიერაში. [...]

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას. [...]

ჩვენ ფაქტია, ერთ რამეს ვხედავთ ხო, როგორც ჩვენ ვაკვირდებით მოვლენები როგორ ვითარდება, როგორ მშვიდობიანად მოახდინა პოლიციამ ამ ქალაქის პიკეტირების აღკვეთა, ამას აკვირდება ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას აკვირდებიან ის ელჩები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები, რომლებიც მათ შორის, დესტრუქციული განცხადებებით გამოირჩევიან და არ ვიცი, როდის აპატიებს საქართველოს მოსახლეობა ამ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმას, რისკენაც გვიბიძგებენ, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ უკვე არსებული რეაქციები ცხადყოფს იმას, რომ მათაც ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მშვიდობიანად, როგორ სრულფასოვნად ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები იმ მცირე გადაცდომებით, რომლებიც არა თუ ქართული არჩევნებისთვის იყო დამახასიათებელი, არამედ დამახასიათებელია არჩევნებისთვის მთელ დემოკრატიულ სამყაროში. ასე რომ, მათაც კარგად იციან რეალობა რა არის და ასე ვთქვათ, ბოლო გაფართხალება, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ჩვენი რადიკალების მხრიდან, ამიტომ არ არის ამ ეტაპზე და არ იქნება მე დიდი იმედი მაქვს აქტიურად მხარდაჭერილი გარდა იმ რადიკალური ძალებისა, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალურ პერსონებს ვგულისხმობ, რომლებიც მათ შორის საკუთარ ქვეყანაში არიან უკვე გარიყულები ეტაპობრივად, პოლიტიკურად.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი ევროკავშირშიც გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ჩვენთან ერთად მოუწევთ მუშაობა. მათ ძალიან კარგად იციან, თუ ქართული ოცნება რამდენს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ იმის პარალელურად, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ სამთავრობო TV Imedi-ს ეთერში. 

კომენტარები