არჩევნები 2024

ქართული ოცნება 42%, 4 ოპოზიციური პარტია 48% - მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია მთავარმა არხმა ეგზიტპოლის პირველადი შედეგები, 18:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა მათი დაკვეთით, ამერიკულმა კომპანიამ HarrisX ჩაატარა. 

მთავარი არხის კვლევით, 18:00 საათისთვის ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 42%
  • კოალიცია ცვლილებისთვის  -  18%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა  - 13%
  • ძლიერი საქართველო  – 9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 8%

კომენტარები