15:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 41.62%-ია. ხმა 1 454 837-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
2012 წელს 15:00 საათზე აქტივობა 44.99% იყო (1 625 818 ამომრჩეველი), 2016 წელს - 34.79% (1 222 634 ამომრჩეველი), ხოლო 2020 წელს - 36.45% (1 279 947 ამომრჩეველი).
2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი 3 613 851 იყო, 2016 წელს - 3513884, ხოლო 2020 წელს - 3 511 853.





