ვახტანგ გომელაური

გომელაური: წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, განვაახლეთ

აღჭურვილობა შევიძინეთ, წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, განვაახლეთ, ძველი 2006 წელს იყო შეძენილი წინა მთავრობისგან და დავამატეთ, კი ბატონო, ახალი წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ რამდენიმე ცალი, აქ არის წარმოდგენილი 3 ერთეული, სხვადასხვა მოდიფიკაციის, ასევე სხვადასხვა ტექნიკა, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღებაც განახლდა, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები და ა.შ.

თქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები