რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსმა სამხედროებმა 2 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

კადრი უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ვიდეოდან
უკრაინის შეიარაღებული ძალები

დონეცკის ოლქში, სელიდოვოს მახლობლად რუსმა სამხედროებმა 2 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს. უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

"მიმდინარეობს გამოძიება ომის ჩვეულებების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლით". – წერია დონეცკის პროკურატურის განცხადებაში.

ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 18 ოქტომბრის 14:38 საათზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა პოკროვსკის რაიონში ტყვედ ორი უკრაინელი ჯარისკაცი აიყვანეს.

ოკუპანტებმა შეუიარაღებელი ტყვეები სახით ძირს დააწვინეს, ცოტა ხანში კი მიბრჯნით დახვრიტეს.

პროკურორები აღნიშნავენ რომ სამხედრო ტყვეების დახვრეტა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და საერთაშორისო დანაშაულის სტატუსი აქვს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახშირდა უკრაინელი ტყვეების დახვრეტა. გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის აზრით ეს არა ერთეული შემთხვევები, არამედ აგრესორი სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკაა.

კომენტარები