კრიმინალი

თბილისში გასულ ღამეს ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

გასულ ღამეს თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ტალიკიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგური ჩაარტყა.

დაზარალებული ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია, ხოლო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები