რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: ბრიანსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო დამნაშავე

უკრაინის სადაზვერვო სამსახური

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთში ლიკვიდირებულია საავიაციო ესკადრილიის შტაბის მეთაური დმიტრი გოლენკოვი.

გოლენკოვი ხელმძღვანელობდა ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრ ამსტორის დაბომბვას, რომელსაც 22 მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა.

"2024 წლის 20 ოქტომბრის დილას რუსეთში, ბრაინსკის ოლქში, სოფელ სუპონევოში იპოვეს ომის დამნაშავის, დმიტრი გოლენკოვის გვამი. მას თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ჩაქუჩით მრავლობით ჭრილობები აქვს მიყენებული". – წერია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

უწყებამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოკლული გოლენკოვი ჩანს:

კრემენჩუკის დაბომბვის გარდა გოლენკოვის ასევე პასუხისმგებელია სარაკეტო იერიშზე, რომელსაც 2023 წლის 14 იანვარს, დნეპრში 46 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები