უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 17 ოქტომბრის ღამეს 22 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"საჰაერო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 22 დრონი სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის ოლქებში". – წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
სულ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 56 დრონი გაუშვა, რომლიდანაც 27 ლოკაციურად დაიკარგა, კიდევ 2 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა უკრაინა საავიაციო რაკეტა X-59-ით დაბომბეს.
რაკეტა ოკუპირებული ყირიმიდან გაისროლეს, ხოლო დრონები კურსკის, ორელისა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს.
საჰაერო ბრძოლაში მონაწილეობა უკრაინის ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ჯარებმა და შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთებმა მიიღეს მონაწილეობა.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





