რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის "გამარჯვების გეგმას" წარადგენს

 The Associated Press

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარუდგენს. 

"რა თქმა უნდა, გამარჯვების გეგმა საჯარო გახდება" – თქვა ზელენსკის პრესსპიკერმა, სერჰიი ნიკიფოროვმა Європейська правда-სთან. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ "უკრაინის გამარჯვების გეგმა" უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.

ერთი კვირის წინ კი ზელენსკიმ ევროპული ტურნე დაიწყო. თავდაპირველად, ზელენსკი გეგმავდა გერმანიაში, რამშტაინის შეხვედრაზე პარტნიორებისთვის გეგმის წარდგენას, თუმცა, აშშ-ში დამანგრეველი ქარიშხლის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვიზიტის გაუქმება მოუწია. 

მიუხედავად ამისა, ზელენსკი ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმის ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა.

კომენტარები