არჩევნები 2024

კობახიძე სვეტიცხოვლის ამბიონიდან წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სვეტიცხოვლის ამბიონიდან წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. პრემიერის თქმით, არიან ძალები, რომლებიც ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში. 

"17 საუკუნის მანძილზე სწორედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ მორალურ დოგმებს. სამწუხაროდ, ეს ძალები ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოშიც. 

თუმცა, როდესაც ერთად დგას ერი და ბერი ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს" - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე წირვას დაესწრო. 

კომენტარები