გამოცემა რადიო თავისუფლების ირანული სამსახური, Radio Farda, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის გამო ირანთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს შემდეგ კვირას სანქციებს დაუწესებს.
გამოცემის თანახმად, სამმა ანონიმურმა წყარომ მათთან საუბრისას თქვა, რომ სანქციებზე შეთანხმება, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს, მოხდება და სანქცირებულ ორგანიზაციებს შორის Iran Air-იც იქნება.
"დიახ, სანქციები ორშაბათს (რედ. - ბალისტიკური რაკეტების) გაგზავნის საპასუხოდ და შემდეგ, სავარაუდოდ, მეტი სექტორული სანქციები. [...] ვერანაირ ნიშნავს ვერ ვხედავ, რომ რაიმე ყოყმანი იყოს". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
მანამდე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიდა და საპასუხოდ სანქციები დააანონსეს.
10 სექტემბერს ირანიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმაც დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობა იყო.
- WSJ: აშშ-მ მოკავშირეებს აცნობა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა
- ფეზეშქიანი: ჩემი გაპრეზიდენტებიდან დღემდე, ირანს რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია
- ირანელმა პარლამენტარმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები გაუგზავნა
- კრემლი არ უარყოფს, რომ რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები მიიღო





