რუსეთი

რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში სტალინის ახალ ძეგლს დადგამენ

Telegram/Filimonov

ვოლოგდის გუბერნატორის, გეორგი ფილიმონოვის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში იოსებ სტალინს ახალ ძეგლს დაუდგამენ.

ვოლოგდას გუბერნატორმა, ქალაქში სტალინის ძეგლის დადგმა "საზოგადოების მხრიდან მაღალი" მოთხოვნით ახსნა. მისი თქმით, "სტალინის პიროვნების როლის ორაზროვანი ინტერპრეტაციის მიუხედავად, საჭიროა ვიცნობდეთ და ვაღიარებდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და პატივს ვცემდეთ მას".

"ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. არსებობს მოთხოვნა". - ამბობს რუსი გუბერნატორი.

ქანდაკებას დადგამენ სახლთან, რომელშიც სტალინი 1911 წლიდან 1912 წლამდე ცხოვრობდა.

კომენტარები